ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ვულკანმა იმ დროს გაიღვიძა, როდესაც "უაით აილენდზე" ტურისტების 50 კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. მაშველებმა კუნძულიდან 23 ადამიანის გაყვანა შეძლეს.
10 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. გეოლოგიურმა სამსახურმა ვულკანის უჩვეულო აქტიურობა 3 დეკემბერს შენიშნა, თუმცა ტურისტებისთვის ის საფრთხედ არ ჩათვალეს. "უაით აილენდი" ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს და ყოველწლიურად მას 10 ათასი ადამიანი სტუმრობს.