ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაკარგული ქალი ცოცხალი იპოვეს.
ავსტრალიის მოქალაქეს, რომელიც ორკვირიან კრუიზში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, ერთ-ერთ ჰოსპიტალში მიაკვლიეს. მას სხეულის მრავლობითი დამწვრობა აღენიშნება, ქალის მეუღლე და 15 წლის ქალიშვილი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევიან.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ექიმების განცხადებით, დაშავებულ 27 ადამიანს სხეულის 30 პროცენტი დამწვარი აქვთ.