ახალ ზელანდიაში წყალდიდობის შედეგად სამხრეთის კუნძული დაიტბორა. წყლითაა დაფარული რამდენიმე დასახლება, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ადიდებულმა მდინარეებმა ელექტროგადამცემი სისტემა დააზიანეს.
ადგილობრივმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დატბორილია ისტორიულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა. ევაკუირებულია 500 ტურისტი, მეტეოროლოგების ცნობით კი უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.