logo
ENG



ახალგაზრდა ქალი, რომელიც სავარაუდოდ ქმარმა თავში დაჭრა, გარდაიცვალა

11 ოქტ 201916:02
3 წუთის საკითხავი
 
new89dvctizoem1.jpg

სავარაუდოდ ქმრის მიერ თავში დაჭრილი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ხაშურის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. 

ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მიყენებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ნათია გოგალაძე რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს, სავარაუდოდ საკუთარ სახლში.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ცნობილია, რომ ხელყუმბარა, რომელიც ყოფილმა მეუღლემ ნათია გოგალაძეს მაღაზიაში შეუგდო, ადგილიდან გატანილია. თუმცა პერიმეტრი ამ დრომდე გადაკეტილია. როგორც ირკვევა, ხელყუმბარა თავის დროზე არ აფეთქდა, რის შემდეგაც ყოფილი მეუღლე თავად შევიდა მაღაზიაში და ნათია გოგალაძეს ფიზიკურად გაუსწორდა.

გოგალაძემ მაღაზიიდან გამოსვლა შეძლო და შეეცადა თავი შეეფარებინა ახლო მდებარე მარკეტში, თუმცა ყოფილმა მეუღლემ ის დაიჭირა და სასტიკად გაუსწორდა. ადგილზე იყო სროლაც, თუმცა ექიმების თქმით ნათია გოგალაძეს ცეცხლსასროლი ჭრილობები არ აღენიშნება. როგორც ცნობილია, ცემის შედეგად მიღებული თავის ქალის ტრავმა აღმოჩნდა მისი გარდაცვალების მიზეზი. 

ინციდენტი ყოფილ მეუღლეებს შორის დღეს დილას მოხდა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი განქორწინების პროცესში იმყოფებოდნენ. მათ დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო პროცესი, სადაც განქორწინებაზე მოაწერდნენ ხელს. რეალურად კი უკვე 5 წელია, რაც ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობენ.

გარკევული პერიოდის განმავლობაში ნათია გოგალაძე არ იმყოფებოდა საქართველოშ და იგი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა ქვეყანაში. როგორც ირკვევა, ყოფილ მეუღლეებს შორის დავა სწორედ ბავშვებს უკავშირდება. ნათია გოგალაძემ ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ საკუთარ სახლში წაიყვანა. მეზობლების თქმით, მეუღლე მამას ბავშვების ნახვის უფლებას არ აძლევდა.

შსს მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრული ჰქონდა განზრახ მკვლელობაზე, თუმცა ვითარების შეცვლის გამო, კერძოდ ნათია გოგალაძის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ საქმე გადაკვალიფიცირდება.


close დახურვა