„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ბოლო დროს ახალგაზრდების დაკავებების შესახებ ისაუბრა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება ამ გზით ქვეყნის მომავალს ებრძვის.
„მოფიქრებული აქვთ, რომ საქართველო აღარ არის დასავლეთის არეალში და მთავარია, პუტინმა არ გვითხრას საყვედური ანაკლიის პორტის გამო ან რაიმეს გამო. ამიტომ ფიქრობენ - მოდი, ასე მოვიქცეთ და დავიჭიროთ ის ახალგაზრდები, ვინც რუსი ჩინოვნიკის ჩამოსვლა გააპროტესტეს. ხომ მოეწონება ეს რუს ჩინოვნიკს? რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და სააკაშვილმა მისცა თურმე აღიარებითი ჩვენება, მსოფლიოს უნდათ ამით უთხრან, რომ ანტიოკუპაციური მოძრაობა არის ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობა. მაგრამ ეს მკვდრის ლაპარაკია. საკუთარი ოპონენტების დაპატიმრებაც გამიგია, მაგრამ საკუთარი მომავლის, შვილების დაპატიმრება იდიოტობაა. მათი შვილებიც იმავეს ფიქრობენ - ვიცი, რომ ბევრს პრობლემა აქვს ოჯახში. ბევრმა უარი თქვა მანდატზე სწორედ იმისთვის, რომ არ დაეკარგა საკუთარი შვილი. ამიტომ დაკარგა ის 4000 ლარი“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.