უკვე მესამე დღეა თამარ გიგაურის ოჯახი ქალის თბილისში გადმოყვანას და დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. მოხერხდება თუ არა ახალგორში დაშავებულის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანა, ამ ეტაპზე ისევ უცნობია. სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ამ თემაზე პასუხი არ აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი მის გადმოყვანას უშედეგოდ ითხოვს. სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ თამარ გიგაურს ცხინვალში სათანადო მკურნალობა არ უტარდება. მან 60 წლის ქალი თავად მოინახულა.
ახალგორის გამგებლის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დაშავებულ ქალს მალე არ გადმოიყვანენ მას ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შესაძლოა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდეს.
„ველოდებით უკვე ცხინვალის მხარის გადაწყვეტილებას რომ გადმოგვცენ და გადმოვიყვანოთ თბილისში სამკურნალოდ. არ გამოვრიცხავ არაფერს ჩვენ გვაქვს წინ მაგალითი ერთი კვირის უკან, ქალბატონის გარდაცვალებისა. რომ არ გამოუშვეს აქეთ ის ქალბატონი რომ გადმოგვეყვანა აქეთ, დღეს ცოცხალი იქნებოდა უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რადგან ჰქონდა ძალიან მსუბუქი ფორმის ინსულტი, რაც განკურნებადია. ღმერთმა დაიფაროს , მაგრამ შეიძლება სერიოზულად დაუმძიმდეს მდგომარეობა ქალბატონ თამარს.“-განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილა.
შეგახსენებთ, რომ ახალგორში თამარ გიგაური 7-მეტრიან ჭაში ჩავარდა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს.