logo
ENG



ახალგორის მცხოვრები: გვერევიან და გვკეტავენ, ვირუსის გამოო ამბობენ

25 თებ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო ძალებმა სოფელ პერევთან არსებული გამშვები პუნქტი შესაძლოა უახლოეს დღეებში ჩაკეტონ. პერევი ერთადერთი გამშვები პუნქტია, რითაც ახალგორელებს შეუძლიათ დანარჩენ საქართველოს დაუკავშირდნენ. 

როგორც თავად ახალგორის მოსახლეობა საუბრობს, საზღვრის ჩაკეტვა მათ დიდ პრობლემებს შეუქმნით.

„უნდათ გადასვლა, პროდუქტების გადატანა, გლეხები არიან იქ. ბაზარში დადიან, ყიდულობენ. ახლა პრობლემები შეექმნებათ“, - აცხადებს ახალგორის მცხოვრები.

როგორც კიდევ ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, ვისაც პასპორტი აქვს, მასაც არ ატარებენ გამშვებ პუნქტზე. 

„გვერევიან და გვკეტავენ. შეგვავიწროვეს და 7 000 ჰექტარი მიწა წაგვართვეს. ვისაც პასპორტი აქვთ, იმათაც უშლიან უკვე გადასვლას. ვირუსის გამოო“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

შეგახსენებთ, რომ  ოკუპირებულ ახალგორში გადასასვლელი 5-თვიანი უკანონო იზოლაციის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე დღით გაიხსნა. 6 თებერვალს კი საზღვარი კლვავ ჩაკეტეს


close დახურვა