ამ დრომდე ვერ ხდება ახალგორში დაშავებული ქალის ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოყვანა. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისი გადმოყვანის მოთხოვნით დე-ფაქტო რეჟიმს მიმართა და ცხელი ხაზიც აამოქმედა, თუმცა 60 წლის ქალის სიცოცხლე ისევ ცხინვალის რეჟიმის ხელშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ, რომ ქალი 7-მეტრიან ჭაში ჩავარდა და მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს.