logo
ENG



ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია, ერთ-ერთი ექიმია - ბოჭორიშვილის კლინიკა

17 აპრ 202010:26
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას სულ 51 პაციენტი გადის. 

მისივე განცხადებით, ყველა პაციენტი სტაბილურია, ხოლო აქედან 9 საყურადღებო. 

"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში ამ ეტაპზე მკურნალობს 51 პაციენტი. აქედან ვირუსი დადასტურებული აქვს 24 პაციენტს. დაგვემატა ორი პაციენტი მედიცინის ცენტიდან გადმოყვანილი. 18 წლამდე ასაკის პაციენტები არიან სულ 7. 15 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. 9 პაციენტი არის საყურადღებო. ერთი არის ექიმი. ინფიცირებულების წყარო დადგენილია", - განაცხადა სოლოღაშვილმა. 


close დახურვა