logo
ENG



ახალი პროექტით მაჭავარიანის ქუჩა მარშალ გელოვნის გზას დაუკავშირდება

22 ოქტ 201917:33
3 წუთის საკითხავი
 
63wsmxgma0wcwcb.png

მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა  2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის მიხედვით, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან  ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და ყოფილ „მათე მოტორსს" შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. 

„ახალი პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო განიტვირთოს მოძრაობა და დამატებითი ახალი პროექტი განხორციელდეს ამ გზის სახით, რომელიც დაახლოებით 15 მილიონი ჯდება. პროექტი გაზაფხულზე უნდა დასრულდეს“ - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ბეტონის ახალი გზა 4-ზოლიანი იქნება და ის 15 მილიონი ლარი დაჯდება.

 


close დახურვა