logo
ENG



ახალი რეგულაციები შსს-ს მომსახურების სააგენტოში

30 ნოე 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას დროებით ვერ შეძლებენ, - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღეიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას აჩერებს. გამონაკლისი შეეხება პირებს, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ მომსახურებით. მოქალაქეები კი, რომლებსაც შეჩერებული აქვთ მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე დაიშვებიან. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, განბაჟების, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოემსახურება. 


close დახურვა