"ახალი საქართველოს" ლიდერი მთავრობას კორონავირუსთან საბრძოლველად კონკრეტულ ინიციატივას სთავაზობს. მისი თქმით აღნიშნული უკვე გამოცდილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მისი ეფექტურობა კონკრეტული მაგალითებით მყარდება.
"მსოფლიო ებრძვის კორონავირუსს და არსებობს ამ კუთხით საუკეთესო გამოცდილებები. მსოფლიში საშუალო გარდაცვალების მაჩვენებლი 3.4 %-ია. ჩინეთში ეს მაჩვენებელი 1.4%, ხოლო იტალიაში 8.3%. სამხრ. კორეაში ეს მაჩვენებლია 1.1 %-ია. იმ ქვეყნებმა სადაც სტატისტიკა დაბალია, დანერგეს სწრაფი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა",-აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
შესაბამისად, "ახალი საქართველო" მთავრობას სამპუნქტიან სტრატეგიას მიმართულებას სთავაზობს:
"პირველი-სახელმწიფომ უნდა შეიძინოს მილიონო სწრაფი და 200 000 პისიარ ტესტი; მეორე- უნდა ამოხსნას რეგულაციები კერძო ლაბორატორიებისთვის და არ უნდა იყოს საჭირო ტესტების რეგისტრაცია; მესამე- უნდა შემუშავდეს კომპლექსური ტესტირების მექანიზმი საქართველოს მასშტაბით. ტყუილია როცა ამბობენ რომ 14 დღის მანძილზე შესაძლოა ვერ გამოვლინდეს ვირუსი. ეს პერიოდია სიმპტომების გამოსავლენად",-აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, სწრაფი ტესტის ფასი ჩინეთში 5 დოლარია, ხოლო პისიარის - 10 დოლარი. ამიტომ გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს არ დაუშვას ფასებით სპეკულაცია.