logo
ENG



ახალი სახალხო მოძრაობა

21 ივნ 202220:08
3 წუთის საკითხავი
 

120-დან 160 ათასამდე მოქალაქე რუსთაველზე. ეს იმ გაანგარიშებით, როდესაც მომიჯნავე ქუჩებზე მყოფი დემონსტრანტების რაოდენობა დათვლილი არ არის. ხალხის უდიდესი უმრავლესობის ევროპული არჩევანი და კონსოლიდაცია, - საქართველოში ახალი დიდი მოძრაობა იწყება, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით. ევროკავშირის თემამ ყველა გააერთიანა. პროცესებში საზოგადოების უპრეცედენტო ჩართულობა იწყება. ხალხი ევროპული არჩევანის დასაცავად ერთიანდება. 3 დღეში ცნობილი გახდება კონკრეტული მოთხოვნები და სამოქმედო გეგმა, როგორი იქნება სახალხო მოძრაობა. 

 


close დახურვა