ახალქალაქის პოლიციის უფროსი ისევ თანამდებობაზეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს. არაფერია ცნობილი, იკვლევს თუ არა გენერალური ინსპექცია ბრალდებებს, რომელიც მაღალჩინოსანს ერთ-ერთმა ოჯახმა წაუყენა. საქმე ეხება ქალს, რომლის ქმარი ნაციონალური მოძრაობის წევრია. მინა მკოიანი პოლიციის უფროსს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აცხადებს, რომ მაღალჩინოსანი ინტიმურ ურთიერთობას სთხოვდა. ქმარი - ნაციონალური მოძრაობის წევრია, რომელიც დააკავეს და წუხელ ციხეში ჩასვეს. პოლიციის უფროსს უკავშირდება კიდევ ერთი დეტალი - მინა მკოიანის ოპოზიციონერ ქმარს ცოლთან დაკავშირებით ინსტაგრამიდან მუქარისა და შანტაჟის მძიმე შინაარსის ტექსტები მისდიოდა. დღეს ამ გვერდიდან ფორმულას ჟურნალისტს უპასუხეს.
ახალქალაქის პოლიციის უფროსს ძალადობაში ადანაშაულებენ
25 აგვ 202220:13
3 წუთის საკითხავი