„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა და მერიის თანამშრომელი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის შვილი, სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოს შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებენ. მხარეებს შორის დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახალქალაქში განუკითხაობაა და „ოცნების“ მაჟორიტარი გავლენებს კიდევ უფრო აფართოებს. ადგილობრივების თქმით კი, მათ შორის ძალაუფლების განაწილებაზე დავა დიდი ხანია მიმდინარეობს.
თავად დეპუტატი ფაქტს მისი ოჯახის მიმართ მიზანმიამრთულ პროვოკაციას უწოდებს, მეორე მხარე კი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
მომხდარზე მოკვლევაა დაწყებული.