logo
ENG



ახალქალაქში კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვია - ის დააკავეს

11 დეკ 202123:24
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქში შუახნის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა.  

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი 8 თვის ბავშვია. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თავდამსხმელი დაკავებულია.  


close დახურვა