logo
ENG



ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირს ბრალი წარუდგინეს

10 აგვ 202018:13
3 წუთის საკითხავი
 
oi5wclces3stxu5.jpg

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წარუდგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, 2020 წლის 8 აგვისტოს, საღამოს საათებში, ახალქალაქში, პირთა ჯგუფს შორის მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.გ-მ მოკვლის განზრახვით, იარაღიდან გასროლით ვ.მ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.გ. 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ა.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავენ.

ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

close დახურვა