ორი მოქალაქე დააკავა პოლიციამ სამცხე-ჯავახეთში, მათ იარაღის გამოყენებით ხულიგნობას ედავებიან. გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მარტს, ახალქალაქში ერთ-ერთი კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს, ბრალდებულებმა იარაღიდან ისროლეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.