logo
ENG



ახალშობილის გაყიდვის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის დედა და კლინიკის 2 ექიმი

12 თებ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 

არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 7 პირი დააკავა. საუბარია ახალშობილზე, რომლის გაყიდვასაც, დანაშაულში მონაწილე პირები 13 ათას დოლარად აპირებდნენ. დაკავებულთა შორის არიან ბავშვის დედა და სამედიცინო კლინიკის ორი ექიმი.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები წინასწარ გაურიგდნენ ახალშობილის დედას და ბავშვის შეძენის მსურველი ოჯახიც მონახეს.  

"ბრალედებულებმა პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ. ამ განზრახვით ბრალდებულებმა მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც მოსთხოვეს 13 ათასი აშშ. დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის დედა წინასწარი შეფასებით ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში შესაბამისი სამედიცინო პროცედურებისა და კლინიკაში მშობიარობის დროს დარეგისტრირდა სხვა პირის სახელითა და გვარით".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა