logo
ENG



ახალციხელები სასმელი წყლის გარეშე

20 ივლ 202220:42
3 წუთის საკითხავი
 

ზაფხული სასმელი წყლის გარეშე - ასეთია ქალაქ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში ადგილობრივების ყოველდღიურობა. ადიგენის ქუჩის მცხოვრებლები ყველაზე ცხელ სამ თვეს უწყლოდ ატარებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი ხშირად რამდენიმე დღე არ მოდის. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებს სასმელი წყალი მეზობელი სოფლიდან მოაქვთ. წყალმომარაგების კომპანიაში წლობით გადაუჭრელ პრობლემაზე საპასუხოდ ამბობენ, რომ პროექტი აგვისტოში იქნება, მაგრამ როდის იქნება წყალი, ჯერ კიდევ უცნობია. 


close დახურვა