ახალციხეში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, 5-სართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული უმოქმედო რესტორნის სარდაფში აფეთქება მოხდა.
როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
პირველადი ინფორმაციით, სარდაფში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მომხდარის გამო შენობა ნაწილობრივ დაზიანდა.
უსაფრთხოების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა შენობიდან 12 ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს.