logo
ENG



ახალციხის მერის კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგო

15 ოქტ 201919:31
3 წუთის საკითხავი
 
1fzc4tbxn6c71uq.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგო, ჯამში 528 000 ლარი. 14 შემთხვევაში შემსყიდველი თავად ახალციხეა.

ბიზნესმენი ზაზა მელიქიძე 2014 წელს “ქართული ოცნებიდან” ახალციხის გამგებლად, 2017 წლიდან კი მერად აირჩიეს. ამ დროიდან მოყოლებული, ზაზა მელიქიძის და მისი ოჯახის კომპანიები იგებენ ტენდერების უმრავლესობას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ.

მერის კომპანიასთან მერიის ხელშეკრულებებს მერის მოადგილე აფორმებს, რომელიც 2006-2008 წლებში ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერი იყო. ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე “ქართული ოცნებიდანაა”, თუმცა 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” 50,000 ლარი შესწირა.

 

 

 

 

 

 


close დახურვა