logo
ENG



ახველიანი ღარიბაშვილის განცხადებაზე: რუსული პროპაგანდის გამოვლინებაა

09 ივნ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 20 ივნისისა და ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს შორის პარალელის გავლებას პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი უზნეოდ მოიქცა.

„ამ ვითარებაში ამერიკელ ხალხზე ისაუბრო, როგორც შფოთისა და დესტრუქციის შემტანზე ამერიკულ სახელმწიფოში, არის სულ ცოტა უზნეობა. პარალელის გავლება კიდევ უფრო უზნეობაა. როდესაც შენ რუსული პროპაგანდის ნაწილად იქცევი, სწორედ რუსული პრპაგანდის ნაწილია სურათის ასე დახატვა, ამერიკის მთავრობის დადანაშაულება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ამერიკის ხალხის დესტრუქციაში დადანაშაულება, ეს რუსული პროპაგანდის ღია გამოვლინებაა. ამას, რომ თავდაცვის მინისტრი ამბობს, მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობით საქართველო ნატოსკენ უნდა მიდიოდეს, აცხადებს, რომ დასავლეთი და ნატო სულ არ არის ის, რაც საქართველოს საზოგადოებას ჰგონია“, - განაცხადა ახვლედიანმა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტი გამოსვლებს აფასებს და პარალელს საქართველოში, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან ავლებს. განცხადება მინისტრმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.


close დახურვა