ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ავტომობილში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არასრულწლოვანები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.