ახმეტაში სამოქალაქო აქტივისტები ალტ-ინფოს კონსერვატიული მოძრაობის ოფისის მუშაობა გააპროტესტეს.
"არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს" - ეს იყო იმ აქციის მთავარი ლოზუნგი, რომელიც კონსერვატიული პარტიის ახმეტის რაიონულ ორგანიზაციასთან გაიმართა.
აქტივისტები პრორუსული პარტიის საქმიანობის შეჩერებას და ახმეტის ორგანიზაციის დახურვას ითხოვენ.
კონსერვატიული მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
„ჩემი აზრით იმ რაიონში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ არ უნდა იყოს ალტ-ინფოს შენობა“ - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.
აქცია დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქტივისტები აცხადებენ რომ კონსერვატიული მოძრაობის საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით კვლავ გამართავენ აქციებს.