ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს, წაღებულია ნავაჭრი თანხა, დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიც.
მაღაზიის მეპატრონის თქმით, მძარველებმა სათვალთვალო კამერები გამორთეს, რკინის საჭრელით გახსნილია სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც და ამოღებულია თანხა.
ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია მუშაობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.