logo
ENG



ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ხანძარია

26 თებ 202016:28
3 წუთის საკითხავი
 
3e11telap48k7v8.jpg

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ხანძარია. ინფორმაცია „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში გავრცელდა და ტყის მასივზე გადავიდა.

„შემოსულია შეტყობინება, სოფელ მატანის სიახლოვეს ტყიდან ამომავალი კვამლის შესახებ, ადგილზე ორი ეკიპაჟია მობილიზებული. რთული რელიეფის გამო ფეხით ადგილზე ავიდა ათამდე მეხანძრე-მაშველი, იწვის 3 ჰექტარამდე ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


close დახურვა