ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაცია „ფორმულას“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დამცავი ნაგებობების მშენებლობა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.