ბაგებში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები საბაგიროს დაცვის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ერთ-ერთს ჭრილობა მუცლის არეში მიაყენეს. კაცი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება.
რაც შეეხება მეორე დაცვის თანამშრომელს, ის გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.