ბაგრატის ტაძართან ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატის ზაზა ლომინაძის და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენა მიმდინარეობს. ღონისძიებას ქვეყნის პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახი კალაძეც ესწრებიან.
ღონისძიებას ესწრება ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანეც, ეპარქიის სხვა მღვდელმსახურებთან ერთად.
ბაგრატის ტაძარში პარტიის პრეზენტაცია 1-ელ სექტემბერს "პატრიოტთა ალიანსმაც" გამართა. მაშინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრება იყო და პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველთან შეხვედრა, რომელიც ტაძრის ეზოში გაიმართა, ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.