ბადრი ესებუას პირველი გამოჩენა სასამართლოში, პატიმარს პროცესზე დასწრების საშუალება დისტანციურად მიეცა. 2 წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი ძებნილი ბათუმის იზოლატორიდან ჩაერთო ზუგდიდის სასამართლოს. ესებუა პატიმრობაში რჩება.
ტერორიზმში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ესებუას უდანაშაულობას ამტკიცებს ოჯახიც. პროკურატურას კი საქმეში უდევს დაკავების ადგილიდან ამოღებული ყალბი პასპორტი და იარაღი. გაურკვეველია ნახევარი მილიონი დოლარის საკითხი, რომელიც თავდამსხმელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაატანეს.