ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, გამოძიება ბადრი ესებუას კვალს დაადგა, მის ძმას კი ძებნილთან კონტაქტი ჰქონდა და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები. კერძოდ, შსს-ს ცნობით, 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.
ბადრი ესებუას ძმა დააკავეს
12 დეკ 202019:30
3 წუთის საკითხავი