მოძრაობა „ლელო“ არ უერთდება პარლამენტის პიკეტირებას. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ კომენტარი „პოლიტიკის ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ყველა ძალას პროტესტის თავისი ფორმა აქვს არჩეული.
„თითოეული ოპოზიციური პარტია თავის მეთოდს ირჩევს. ლელოს მიერ არის გაცხადებული, რომ მივიღებთ მონაწილეობას ყველა მანიფესტაციაში, რომელიც წარიმართება კანონის სრული დაცვით. ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ. ჩვენ არჩეული გვაქვს ჩვენი მონაწილეობის გზა და ამ გზით ვმონაწილეობთ. არსებობენ სხვა პარტიები, რომლებსაც მათი ხედვა გააჩნიათ პროტესტისა და ამ ხედვით ახორციელებენ პროტესტს“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პიკეტირება დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო.