logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე: იმედია, ოცნება იპოვის ძალას და შეუთანხმდება ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებზე

18 თებ 202113:08
3 წუთის საკითხავი
 

ლელო საქართველოსთვის ლიდერები გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ  ამან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

ბადი ჯაფარიძე მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შუამავალ ელჩებთან ერთად და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რათა განიმუხტოს არსებული მდგომარეობა.

ლელო საქართველოსთვის იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება შეძლებს, მოძებნოს თავის თავში ძალა და შეგვითანხმდეს ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ვადამდელი არჩევნები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ განვმუხტოთ კრიზისი. დავიწყოთ მოლაპარაკებები პარტნიორების ჩართულობით, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც უნდა მოიცავდეს არჩევნების თარიღს, პოლიტიკური ნიშნით დაწყებული საქმეების წარმოების შეწყვეტას, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიორგი რურუას გათავისუფლებას და რვა მარტის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას. შეთანხმება უნდა მოიცავდეს საარჩევნო კომისიის განახლებას და მშვიდი გარემოს შექმნას, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკურ მშვიდობას და კრიზისიდან გამოსვლის პროცესს. ესაა ერთადერთი სწორი ნაბიჯი. ოპოზიცია მზადაა დიალოგისთვის", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 


close დახურვა