ბადრი ჯაფარიძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ კომენტარი გააკეთა აკაკი ზოიძის ინიციატივის ჩავარდნის შესახებაც. მისი თქმით, მმართველი გუნდის ამ ნაბიჯმაც დაანახა ყველას, თუ როგორ ეშინიათ მათ ხალხის აზრის.
„რატომ თქვეს უარი მათივე გუნდის შემოთავაზებაზე? იმიტომ, რომ იციან - მოსახლეობის მოთხოვნა არის პროპორციული არჩევნები. ამიტომ უთხრეს უარი თავისივე თანაგუნდელს და აქედანაც გამოჩნდა, რომ მათ აქვთ შიში. ეს დამახასიათებელია, რომ თავიანთ წევრებსაც არ სცემენ პატივს. დღეს აკაკი ზოიძე რას სთავაზობდა საკუთარ თანაგუნდელებს და რაზე უთხრეს უარი, გაურკვეველი დარჩა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძეს ჰქონდა ინიციატივა, ჩატარებულიყო პლებისციტი პროპორციული სისტემის სასარგებლოდ საკანონდებლო ცვლილებისათვის, თუმცა დღეს მმართველმა ძალამ განაცხადა, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნები არ იქნება.