logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე პროკურატურას:2008 წლის რუსეთი აგრესია თქვენთვის არ არსებობს

02 დეკ 201914:57
3 წუთის საკითხავი
 
l5cu0l389a7t8w7.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოძრაობა „ლელოს“ ლიდერებისა და tv-პირველის დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, როემლზეც ამ ეტაპზე, საკუთარ შესავალ სიტყვას დაცვის მხარე წარმოადგენს.

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ „სამგორი თრეიდისა“ და „მ სამგორის“ თანხების დაბრუნება არ მომხდარა, ისე აისახა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე. ეს იყო უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და ამ საეჭვო ტრანზაქციით ზიანი მიადგა თიბისი ბანკს, რის გამოც მათი აქტივები შემცირდა.

თავის მხრივ, ბრალდებას უპასუხა ბადრი ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ 2008 წელს აბსოლუტურად ყველა კომერციული ბანკის აქტივები შემცირდა და ამის მიზეზი იყო არა რომელიმე ტრანზაქცია, არამედ ომი, რაც ბრალდებაში ნახსენები არ არის.  

„რაც ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან, არათუ უსაფუძვლოა, გონივრულობის ჩარჩოებს სცდება. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია. ჩვენ შევძელით არა მხოლოდ გაგვეძლო მსოფლიო კრიზისისათვის, არამედ რუსეთის აგრესიისათვისაც. 2008 წლის რუსეთი აგრესია თქვენთვის არ არსებობს. ეს არის წარმოუდგნელი, ქვეყნის ღალატი. არ მეგულება ერთი მოქალაქე, რომელიც 2008 წლის აგვისტოზე ერთ სიტყვას არ იტყვის, როცა საუბრობს, რომ 2008 წლის სექტემბერში სესხი ვერ გასტუმრდა", - განაცხადა სასამართლო პროცესზე ბადრი ჯაფარიძემ.

აღნიშნული საქმე შეისწავლა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, რომელიც სასამართლოს მეგობრის სტატუსით აპირებს მიმართოს.

„წარდგენილი ბრალდება შეიცავს მთელ რიგ სამართლებრივ ხარვეზებს, რითიც საბოლოოდ ეჭვქვეშ დგება ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შემადგენლობა არსებირად“, - ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება და აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს, 700 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული.

 

 


close დახურვა