logo
ENG



ბავშვების სიღარიბეზე დეპუტატების განცხადებები შეცვალემ პარლამენტთან გააპროტესტა

04 თებ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვების სიღარიბე და დეპუტატების განცხადებები მოძრაობა „შეცვალემპარლამენტთან გააპროტესტა. მოძრაობის წევრები შენობაში შესვლას შეეცადნენ და შესასვლელთან აქცია გამართეს. 

ბაღდათში მომხდარი ტრაგედია საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა გახდა. უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა ხელისუფლება არასწორი სოციალური პოლიტიკისა და სოც. მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების გამო გააკრიტიკეს.

„ქართულ ოცნებაში“ კი  ტრაგედიასა და სიღარიბეს შორის კავშირს ვერ ხედავენ. მამუკა მდინარაძემ დღეს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი სპეკულაციაშიც დაადანაშაულა. უმრავლესობა დღეს გაზრდილ სოციალურ დახმარებასა და ბავშვთა კოდექსზე ამახვილებდა ყურადღებას.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ, გაზრდილი სიღარიბის ფონზე, სოციალური დაუცველებისთვის დაფინანსების შემცირება ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. პოლიტიკოსები ხელისუფლებას სოციალური დახმარების რეპრესიულ იარაღად გამოყენების გამო აკრიტიკებს. 

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში იმის განმარტებას ცდილობდნენ რა სახის დახმარებას იღებდა სახელმწიფოსგან ოჯახი, რომელიც მძიმე პირობებში ცხოვრობდა. ეს განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი იყო. 

ამ განცხადების საპირისპიროს ამტკიცებენ ბაღდათში. ბავშვთა სიღარიბის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამბობენ, სახელმწიფოს პრობლემის მასშტაბი გააზრებული არ აქვს და სოციალური დაცვის სისტემა ქვეყანაში არ არსებობს.


close დახურვა