logo
ENG



ბავშვების სიცოცხლე - დაგვიანებული დახმარების ფასი პუტინის ომში

22 მარ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინა ყოველდღიურად ქმნის უახლეს ისტორიაში ახალ პრეცედენტებს. პრეზიდენტს სურს, რუსეთის მიმართ უკრაინის კომპრომისების შესახებ გადაწყვეტილება მოქალაქეებმა რეფერენდუმზე მიიღონ. ზელენსკი პირისპირ დიალოგს პუტინთან ისევ ითხოვს და მიაჩნია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, გახდეს ომის დასრულების დასაწყისი. ზელენსკი ნებისმიერ ფორმატზე თანახმაა - პუტინი პასუხს გაურბის. პარალელურად კიევში ჩასვლას ბორის ჯონსონის გარდა, გეგმავს ისრაელის პრემიერიც. პარტნიორების რეაქციის დაგვიანების ფასი რომ უკრაინელი ბავშვების სიცოცხლეა, - ამას ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს იტალიის პარლამენტს უხსნიდა. აპლოდისმენტები მოჰყვა გამოსვლას, რომელიც ერთდროულად ძალიან მკაფიო და ძალიან მწვავე იყო.


close დახურვა