logo
ENG



ბავშვებს, ვისაც სწავლის გაგრძელება ონლაინ სურთ, რეგისტრაციის გავლა მოუწევთ

29 სექ 202118:41
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/29/8s19rz1lopv23rv.png

ბავშვებს, ვისაც სწავლის ონლაინ გაგრძელება სურს, რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. 

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ  მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: online.emis.ge

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. 

განათლების სამინისტროს განცხადებით, ვინაიდან, უწყებათაშორისის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.  

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს.

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში გაგრძელდება. I-XII კლასების ჩათვლით მოსწავლეები ვალდებული იქნებიან,  ატარონ პირბადე. 


close დახურვა