logo
ENG



ბავშვთა ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევაზე ომბუდსმენის აპარატმა მოკვლევა დაიწყო

11 ივლ 202210:30
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვთა ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა დაიწყო.

საქმე ეხება თბილისში მცირეწლოვანი ბავშვების იძულებით მოწყალების თხოვნას.

გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას, ტრეფიკინგს გულისხმობს. 

ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთო თუ არა საქმეში ჯანდაცვის სოციალური სამსახური.

რამდენიმე დღის წინ ფორმულას მოქალაქე დაუკავშირდა და შეატყობინა მცირეწლოვნების ქუჩაში მუშაობის შესახებ, რომლის მოწმეც პირადად გახდა. 

მისი თქმით, მანქანაში კონკრეტულ ადამიანს 5 ბავშვი ეჯდა. მათგან ერთ-ერთი გადასცეს ქალს, რომელიც ბავშვის გამოყენებით ფულს ითხოვდა. მოგვიანებით ფორმულას ჟურნალისტებმა ამ ჯგუფის მუშაობაც გადაიღეს. 


close დახურვა