logo
ENG



ბათუ ქუთელია: ივანიშვილის ინტერესები სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება

11 ივნ 202021:18
3 წუთის საკითხავი
 

"ამ დოკუმენტის სათაური ზუსტად ასახავს მიზანს. ყველა პოლიტიკოსის მიზანი, განსაკუთრებით ამერიკაში, ამერიკის ეროვნული ინტერესების დაცვაა",-ასე ეხმაურება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამერიკელი კონგრესმენების მწვავე ანგარიშს ბიძინა ივანიშვილის შესახებ. 

როგორც ბათუ ქუთელია გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნავს, მეორე საკითხია თავად საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რაც ამერიკისას ემთხვევა. 

"ამერიკის ეროვნული და სტრატეგიული ინტერესები 100 %-ით ემთხვევა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებსა და ქვეყნის დემოკრატიზაციას. შესაბამისად, ამერიკელი კონგრესემენებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო იყოს წარმატებული დემოკრატია. ამისთვის კი მთავარი ტესტია წელს საარჩევნო კამპანიაც და შემდგომ არჩევნები, ჩატარდეს სამართლიანად, წესიერად და გამჭვირვალედ. მაგრამ ეს ვერ მოხდება თუ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები, თუ 8 მარტის ხელშეკრულება შეუსრულებელი დარჩება, რაც ოცნებამ წაიყრუა. ავტომატურად ეს ნიშნავს არა პოლიტიკური ოპონენტების "გადაგდებას", არამედ საერთაშორისო პარტნიორების. ამიტომ აქ საუბარია ამერიკის ინტერესებზე, რაზეც მიბმულია ჩვენი კეთილდღეობა. ამიტომ ნათელია, რომ ივანიშვილის ინტერესები სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დანგრევა კი პუტინის ერთ-ერთი ამოცანაა. საქართველო უფრო მეტია, ვიდრე საქართველო, რადგან ეს შექნის პრეცენდეტნს რომ თავისუფლების ფრონტის ხაზზე ვიღაცამ უკან დაიხია. ესაა სწორედ ამის გზავნილი, რომ ამერიკა პირველ რიგში თავის სტრატეგიულ ინტერესებს არ მიატოვებს და ბუნებრივია ამ პროცესში ჩვენ ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ",-აღნიშნავს ბათუ ქუთელია. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.


close დახურვა