logo
ENG



ბათუ ქუთელია: პროპორციული არჩევნები ამ პოლიტიკური ჩიხიდან ერთადერთი სწორი გამოსავალია

14 ნოე 201920:44
3 წუთის საკითხავი
 
uopo15bf4d69ttn.png

"პროპორციული არჩევნები ამ სიტუაციაში არის ერთადერთი სწორი გამოსავალი," - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აკეთებს. მისი განცხადებით, მთავარი ხიფათი და რისკი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ხელში თავმოყრილი განუსაზღვრელად დიდი ძალაუფლებაა.

"მთავარი ხიფათი და რისკი ქვეყნისთვის არის ბიძინა ივანიშვილის ხელში თავმოყრილი განუსაზღვრელად დიდი ძალაუფლება, სახელმწიფო ინსტიტუციების მოშლა და რეალურად სახელმწიფოს მიტაცება ბიძინა ივანიშვილის და მისი ვიწრო გუნდის მიერ. ეს არის მთავარი საფრთხე და მთავარი გამოწვევა და აქედან გამომდინარე სწორედ ამას უნდა გაეცეს სწორი პასუხი. პროპორციული არჩევნები ამ სიტუაციაში არის ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ პოლიტიკური ჩიხიდან," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.


close დახურვა