logo
ENG



ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტუარიდან მოხსნა

01 ნოე 202212:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/31ps2m9dlk90o7k.jpeg

ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი რეპერტუარიდან მოხსნა.

თეატრის განცხადებით, ემიჯნებიან "მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს" და მათთვის "მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები".

"ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხლმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები", - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

იმედის ერთერთ გადაცემაში მაყაშვილმა თქვა: "იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა?" მაყაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. მსახიობმა თავდაპირველად თქვა, რომ ხალხმა მისი გამონათქვამი არასწორი აღიქვა, მოგვიანებით კი ბოდიში მოიხადა.


close დახურვა