logo
ENG



ბათუმის თავშესაფრის მცხოვრებლები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და გადაყვანას ითხოვენ

22 აგვ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, ურეხის თავშესაფრის ბენეფიციარები გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკობენ. 

მათ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და სხვაგან გადაყვანა მოითხოვეს. 

ბენეფიციარები ამბობენ, რომ თავშესაფარში ხშირია არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, ისევე, როგორც კონფლიქტები როგორც ბენეფიციარებს შორის, ისე ადმინისტრაციასთან, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. 

თავშესაფრის მცხოვრებლებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვთ, შენობა კი ავარიულია, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მათი მკურნალობა ვერ ხერხდება. 

თავშესაფრის ბენეფიციარები შეუსაბამო კვებაზეც საუბრობენ. 

"ჩვენ ვართ ღია დაწესებულების ციხეში. იქ არ დავბრუნდებით, ალტერნატივა მოგვცენ". - ამბობს თავშესაფრის ერთ-ერთი მცხოვრები. 

დაწესებულებაში 25 ადამიანი ცხოვრობს. 


close დახურვა