logo
ENG



ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, გია კიკაბიძეს COVID 19 დაუდასტურდა

20 დეკ 202013:29
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, გია კიკაბიძეს COVID 19 დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, გია კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

მისი მდგომარეობა მსუბუქია. კიკაბიძე ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოშივე მკურნალობს და როგორც ამბობს, პარალელურად მუშაობას აგრძელებს, ვინაიდან მდგომარეობა ამის შესაძლებლობას აძლევს. პაციენტებს კი მისგან საფრთხე არ ემუქრებათ, ვინაიდან თავადაც ინფიცირებულები არიან. 

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში Covid-19-ზე 9 812 ტესტი ჩატარდა, რაც გასული დღეების მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია. მაგალითად, 19 დეკემბრის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 18 824 ტესტი იყო ჩატარებული, 18 დეკემბერს - 16 870, 17 დეკემბერს - 17 029.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 ადამიანი. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  208 638-ს შეადგენს. აქედან  180 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 094 გარდაიცვალა.


close დახურვა