დღეს, 14 სექტემბერს ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული პაციენტი მოათავსეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას სამშობიარო სახლში დაუდასტურეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ ორსული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - აქედან 108 აჭარაში.