logo
ENG



ბათუმში, 6 მაისის პარკში, ძაღლი მოკლეს - დაწყებულია გამოძიება

23 იან 202319:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/23/6pkum3iuiramfmx.png
ფოტო: თეონა ყურშუბაძე

ცხოველთა უფლებადამცველი თეონა ყურშუბაძე წერს, რომ ბათუმში, 6 მაისის პარკში ძაღლი მოკლეს - მას კისერში დანა გაუყარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

"არ მინდოდა დამეწერა,მაგრამ საზარელი ამბავი მოხდა ბათუმში დაახლოებით 9 საათისკენ საღამოს. მოკლეს ძაღლი, უწყინარი ცხოველი,რომელსაც თითქმის ყველა ცხოველთ მოყვარული ვიცნობდით. თან იცით რა ტერიტორიაზე? პარკში, 6 მაისის პარკში,ადგილი სადაც უამრავი ბავშვი თუ მოზარდი სეირნობს. იცით როგორ მოკლეს? კისერში გაუყარეს დანა, რა თქმა უნდა გამოძახებული იქნა პოლიცია, ცხოველი გადაყვანილია ექსპერტიზაზე. ხვალ დილით დავწერთ მე და მაიკო საჩივარს და აუცილებლად მოხდება ამ საქმის გამოძიება და ის ვინც ეს ჩაიდინა თუ დადგინდა რომ ადამიანის ხელი ურევია არანაირ ჯარიმას არ დაექვემდებარება ეს დანაშაული, მხოლოდ ციხე"- წერს თეონა ყურშუბაძე.


close დახურვა