ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გარდაცვლილი კაცი იპოვეს, ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი წარსულში პოლიციელი იყო. მეზობლებს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.
"ფორმულა" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
