logo
ENG



ბათუმში, მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

30 ნოე 202015:16
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/30/g41lp0ihii8dcvn.jpg

ბათუმში, მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. 

როგორც სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელმა თქვა, რომ დემონსტრანტებს როჟვაძის ფანჯრებთან გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით "გამოდი, შეხვდი ხალხს". 

ვითარებაც ამის შემდეგ დაიძაბა. 

დაკავებულია 3 ადამიანი. სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა 2 ადამიანი. 

კიდევ ერთი ადამიანის დაკავება პოლიციამ სცადა, თუმცა უშედეგოდ. 

"გამოდის [რიჟვაძე] და ამბობს, ხალხი ძალადობდაო. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. პოლიციამ იძალადა ჩვენზე. გადაგვთელეს". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ/ 

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია 22 დღეა, მიმდინარეობს. დღეს დილით დემონსტრანტებმა მთავრობის სახლის პიკეტირება დააანონსეს. დილიდანვე მობილიზებულია პოლიცია. 

ფოტო: აჭარის ტელევიზია. 


close დახურვა