ბათუმში, 26 მაისისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამის შემდეგ ერთ-ერთი ავტომობილი ინერციით ჯერ გზაზე მიმავალ, შემდეგ კი ტროტუართან გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ფორმულას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.